5 აგვისტო, 2023

უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი გია მურღულიასგან

ფილოლოგი გია მურღულია უმნიშვნელოვანეს წერისლ გვთავაზობს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავიაზროთ:

“ვაჟა-ფშაველა წერს “სტუმარ-მასპინძელში”:
“სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას – ტირილი დისაო,
ტყესა – ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო…”

ერთი ფიქრი ასეთიც შეიძლება იყოს:
სტუმრები ჩვენ ვართ, ადამიანები, მასპინძელი კი წუთისოფელია, რომელიც მუდმივად გვასწავლის, რას რა უხდება, მაგრამ ამას ხან ვსწავლობთ, ხან – ვერა.

ცხოვრებას უყვარს შესატყვისობის პრინციპი, თორემ უადგილო ადგილას თუნდაც მართებულ ლაპარაკსა თუ ქცევას რა მძაფრი შედეგები მოსდევს, ვისაც არ ახსოვს, შეუძლია ქართული ზღაპარი “მუჭა-ნახევარა” გადაიკითხოს.
“ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო”.