პოეტი ტარიელ ხარხელაური ყოველთვის იქ არის, სადაც მისი სამშობლოს, თანამემამულეების სატკივარი და გასაჭირია. საკუთარ სათქმელს ლექსებით ამბობს და თითოეული მკითხველის გულში უდიდეს კვალს ტოვებს:
“- დადექი, მიწავ! –
ვუყივი მწყრალად,
ხელს ავაფარებ სნეულ სამყაროს,
ქარს ჩამოვძახებ:
-ჩადექი ქარო!
რომ კლდეებს მთვარე თავში ვახალო…
მერე მივყვები და სიფერმკრთალეს
ავუნთებ უღვთოდ წაშლილ საფლავებს.”