29 აგვისტო, 2023

ოკუპანტების მიერ აჭედილი ქართული ეკლესიის კარი

გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს.

დავით ქაცარავა:

“პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს.

მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე?
აი, ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს?
ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები?
საქართველოს მთავრობა – აი, ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს?”