26 აგვისტო, 2023

გაიზიარეთ ნინი შერმადინის სიხარული

მომღერალმა ნინი შერმადინმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – ამერიკაში ავტორ-შემსრულებელთა კონსურსში არაერთი ურთულესი ტური წარმატებით გადალახა და მეოთხედფინალში მოხვდა:

“ნეტა ჭკუიდან არ შევცდე და რას დავეძებ. რით გადაგიხადოთ მადლობა, რანაირად მოვიქცე, ან რა გითხრათ, არ ვიცი. მეტირება!”

პ.ს. კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, დაწესებულია 4 საპრიზო ადგილი – მეოთხე, მესამე, მეორე, პირველი და გრან პრი. გრან პრის მფლობელის სიმღერები ამერიკის მასშტაბით რადიოებში დატრიალდება. გამარჯვებულები ფულად ჯილდოებს მიიღებენ და მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე გამოსვლის საშუალება მიეცემათ.

ამერიკაში მიმდინარე ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება.