პოეტი ბესიკ ხარანაული მარიამ ღვთისმშობელზე უძვირფასეს ჩანაწერს გვიზიარებს:
“სტუმრობდა ხოლმე ბებოჩემს დედა მარიამი.
საღამოხანს, ბუხარი რომ ოთახს დაათბობდა,
გავიგონებდი:
– დაბრძანდი, დედამარიემო, ემანდ სკამია,
დაღლილი იქნები.
მაპატიე, მდებიარე ავადმყოფი ვარ,
ლოგინაუკრეფი,
ვერ წამოგიდგები.
სტუმრობდა ხოლმე ბებოჩემს დედა მარიამი,
რაკი ორივე შვილმკვდარი დედები იყვნენ.”