7 აგვისტო, 2023

ანსამბლ “ბუბას” წევრს გენადი (გენო) სულთანიშვილს ეძებენ

genadi-sultanishvili.jpgრაჭული ხალხური სიმღერის შემსრულებელსა და კარგ მცოდნეს, ანსამბლ  “ბუბას” წევრს გენადი (გენო) სულთანიშვილს ოჯახის წევრები ეძებენ.

მამუკა ცერცვაძე:

“ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი. სოფელ გლოლის მკვიდრი.
უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ. კოტეჯების ადგილას.
ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მითუმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ!
არის ანსამბლ “ბუბას” წევრი. უმაგრესი ადამიანი!

ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?
აქამდე არ ვწერდი, იმედი მქონდა, ვინმე კულტურის წარმომადგენელს, ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ეხლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!

კოტეჯების სასადილოს შეფ-მზარეული იყო!”