30 ივლისი, 2023

უნიკალური ვიდეო ანთიმოზ ივერიელზე

უნიკალური ვიდეო ანთიმოზ ივერიელზე

რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებლის ანთიმოზ ივერიელის მიერ გამოცემული წიგნები კოზიას მონასტრის საცავებიდან კამერამ პირველად აღბეჭდა.

თომა ჩაგელიშვილი, ისტორიკოსი:

“რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებელი, ქართველი კაცი, ანთიმოზ ივერიელი. მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში მის მიერ გამოცემული ეს წიგნები პირველად მოხვდა კამერასთან კოზიას მონასტრის (რუმინეთი) საცავებიდან.

ეს ის ანთიმოზ ივერიელია, რომელმაც საქართველოში ვახტანგ მეექვსეს გამოუგზავნა სტამბა. ეს ქართველი კაცი იყო ყველაზე დიდი განმანათლებელი რუმინეთის ისტორიაში.

საინტერესო კიდევ ის არის, რომ არავინ იცის დაზუსტებით რომელი კუთხიდან იყო. ის მოიტაცეს ბავშვობაში თუ უკვე დიდობაში, ეგეც არ ვიცით, გაყიდეს სტამბულის ბაზარზე მონად და შემდეგ მიაღწია ანთიმოზ ივერიელმა რუმინეთის ვლახეთის  მიტროპოლიტობას, ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მათი პატრიარქი გახდა.

ასეთ საინტერესო ადამიანზე ვაკეთებთ ფილმს.”