ქართულ ენას – გამორჩეულად ძვირფასს თითოეული ქართველისთვის – ქისტმა გურამ ხანგოშვილმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:
“მე ქისტი კაცი
რაც კი მახსოვს
ვფიქრობ ქართულად.
ვწერ ქართულად,
ვამბობ ქართულად,
ვმღერი ქართულად.
ვცეკვავ ქართულად,
ვბჭობ ქართულად,
მიკვირს ქართულად.
მიყვარს ქართულად,
მძულს ქართულად
ვხარობ ქართულად.
მტკივა ქართულად
მწყინს ქართულად,
ვღელავ ქართულად.
შენ დაგეთაფლე, გენაცვალე,
მესმის ქართულად.
შემოგევლეო სხვა არ გეტყვის
ესეც ქართულად.
სხვა ქვეყანაში ეს სიტყვები
არსად არ თქმულა.
ეს ყველაფერი
მეჩვენება დღეს
არ დაცულად.
რადგან ეს ენა
უნამუსოდ
შემოძარცვულა.
მოძებნეთ სიტყვა
რაც ქართულად
ჯერ არა თქმულა.
მესმის ამ ენის
საოცრად და
თანაც ზღაპრულად.
დიდმა შოთამაც არაბებზე
წერა ქართულად.
სხვის ისტორიას მგოსანმაც კი წაუქართულა.
ილაპარაკეთ ქართველებო
მხოლოდ ქართულად.
ასეთ საუნჯეს რად უდგებით
არა ქართულად.”