ყველაზე გულწრფელი დათო ტურაშვილი

ყველაზე გულწრფელი დათო ტურაშვილიმწერალი დათო ტურაშვილი თავისი გულწრფელობით ყველასგან გამორჩეულია.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, რომელშიც მწერალი ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – რუსეთთან დამიკიდებულებაზე საუბრობს:

“როგორ ვერ ვსწავლობთ საკუთარი გამოცდილებიდან? ეს რომ სხვა ხალხის ისტორია იყოს და არა ჩვენი, მაშინ კიდევ გამიკვირდებოდა. მართლა როგორ ვერ ვხვდებით, რომ 200 წლის მანძილზე სულ ერთია როგორ მოექცევი რუსეთს, სულ ერთია მათთვის. გვყავდა ასეთი ნიჭიერი გურული – ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა რუსეთს. სადაც დაჯდებოდა, ბომბს უდებდნენ, სადაც ჯდებოდა, აფეთქებდნენ, მთელი ცხოვრება გადაყვა რუსეთს და შენ ვინ დაგინდობს?
ჯვარი წერიათ, რომ შემოვიდნენ ღარიბაშვილი იყოს და ვინც გინდა იყოს, ბებიაჩემის ნათქვამისა არ იყოს, კანჯოზე ჩამოკიდებენ მაინც. და თუ მაინც კანჯოზე უნდა ჩამოგკიდონ ბარემ ისეთი რამე თქვი… რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქვეყანას ვინც გექაჩებათ ამის სათქმელად? “არ მინდა რომ ლომს ხახაში თავი შევუყო” – გეთანხმებით, სიფრთხილე გადასარევია, მაგრამ როცა სიფრთხილე სიმხდალეში გვერევა და ვერ ვხდებით ღირებულებების დროს სად უნდა დავდგეთ, ჩვენს ქვეყანას ვაზიანებთ სინამდვილეში, ყველანაირად ვაზიანებთ. როგორ დამთავრდება ომი, მაინც დაზიანებულები ვართ უკვე.”