31 ივლისი, 2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საოცარი ამბავი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საოცარი ამბავი

სამშობლოსთვის შეწირულ ეროვნულ გმირზე – ქაქუცა ჩოლოყაშვილზე საოცარ ამბავს გვიზიარებს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი:

“რაც შეეხება ქაქუცას უკანასკნელ დღეებს – სასთუმალთან ყოველთვის ტყავში გამოკერილი ქართული მიწა ედო და კიდევ ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ თამარისთვის გამოურთმევია, რადგან სიჩქარეში თავისი ვერ უპოვია (თამარი, ქაქუცას ქალიშვილი, რომელსაც მოფერებით ციცნას ეძახდა).

ღამით თამარი დასიზმრებია: მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. რომ გაუღვიძია, უთქვამს: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო. მართლაც, სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა.

თავდაპირველად ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი ლევილში გადაასვენეს. 2005 წელს კი მან სამუდამო განსასვენებელი სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში ჰპოვა.”