24 ივლისი, 2023

ნატალია ქუთათელაძის წარმატება სანტიაგოში

ნატალია ქუთათელაძის წარმატება სანტიაგოშიოპერია მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ჩილეში, სანტიაგოს ოპერის თეატრში მიიწვიეს, სადაც ჟორჟ ბიზეს “კარმენში” მთავარი პარტია იმღერა.

საოპერო სპექტაკლებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. სანტიაგოს ოპერის თეატრის სეზონის ბოლო სპექტაკლიდან ჩანაწერი ნატალიას პედაგოგმა დოდო დიასამიძემ გაავრცელა:

“ამ სეზონის ბოლო სპექტაკლი სანტიაგოს ოპერის თეატრში. ნატალიკოს კარმენმა ფურორი მოახდინა, გილოცავ, ძვირფასო, ვამაყობ. მეოთხე სპექტაკლი, მეოთხე მოქმედების ბოლო სცენა. ეკა მამალაძე – გილოცააავ!”