10 ივლისი, 2023

ჯემალ ქარჩხაძე ქართველების ბედისწერაზე

მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს მიაჩნდა, რომ ქართველებს ჩვენი – განსაკუთრებული ბედისწერა გვაქვს:

“ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს – ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა.

ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.”