კომპოზიტორი გია ყანჩელი სამშობლოზე საუბრისას ყოველთვის მოკლედ, მაგრამ საუკეთესოდ პასუხობდა ჟურნალისტებს:
“ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან: – თუ ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ტრაგიკულ მუსიკას?
მე ვპასუხობ: – თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა?
ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა.
ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.”