14 ივლისი, 2023

ეკა ქევანიშვილისა და გიორგი ლობჟანიძის უდიდესი წარმატება

eka-qevanishvili-da-giorgi-lobjanidze.jpgქართველმა პოეტებმა  ეკა ქევანიშვილმა და გიორგი ლობჟანიძემ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. მათი ლექსების კრებულები გამოიცა საფრანგეთის ყველაზე დიდი პოეზიის გამომცემლობის სერიით ” თანამედროვე ევროპული პოეზია”.

ნათია ფანჯიკიძე:

“ამასობაში, სანამ თქვენ აქ ერთმანეთს თმებს აპუტავთ და ხართ ერთ ამბავში, რაჭველები დინჯად ვმოძრაობთ.

გიორგი ლობჟანიძის და ეკა ქევანიშვილის ლექსების კრებულები გამოიცა საფრანგეთის ყველაზე დიდი პოეზიის გამომცემლობის სერიით ” თანამედროვე ევროპული პოეზია”, რომლისთვისაც ლექსებს ძალიან მაღალი სტანდარტებით არჩევენ.

როდის გითხარით, რაჭა ევროპაა-მეთქი?”