7 ივლისი, 2023

დაუჯერეთ კიანუ რივზს

კიანუ რივზიმსახიობი კიანუ რივზი ჰოლივუდის ყველაზე უბრალო და თავმდაბალი ვარსკვლავია – არ ხიბლავს ძვირადღირებული სასახლეები და მანქანები, ხშირად ნახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსში. ქველმოქმედება მისი ცხოვრების წესია.

ცხოვრებასა და ადამიანების ურთიერთობაზე ძალიან საყურადღებო მოსაზრება აქვს:

“არ მჭირდება ყვავილები და ცრემლები როცა მოვკვდები. ზუსტად ვიცი არც ის მინდა, ადამიანებმა შორ გზაზე იფრინონ მარტო იმისთვის, რომ დამემშვიდობონ და უკანასკნელ გზაზე გამაცილონ.

თუკი ასე ძალიან გიყვარვარ, რას ელოდები? ახლა მოდი, ახლა ჩამეხუტე, ახლა მომიტანე ყვავილები.

ნუ ელოდები სანამ მოვკვდები. გიყვარდე დღეს!”