10 ივლისი, 2023

ბესიკ ხარანაულის შემოძახება საქართველოს

პოეტი ბესიკ ხარანაული ერთ-ერთია იმ თანამედროვე პოეტებიდან, ვინც  წერს სიმართლეს და  ამ სიმართლის თქმისა არ ეშინია.

“საქართველო, ის აღარ ხარ!

საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.
ჯერ მახე არ დაგებულა,
რომე თავი არ გაგეყოს,
ჯერ მხედარი არ გყოლია,
რომე ძირს არ დაგებერტყოს,
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.
სანამდე ფრთებს აიქნევდე,
მანამ უნდა ტანზე გეწყოს,
საძირე თუ არ უმაგრე,
ახალმა ვით ინამყენოს?!
მიწიდან ვით აიმაღლოს,
ცის გვირგვინში
თავი შეყოს,
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.
ახალს უნდა დაემოყვრო,
ცამდე ტანი აიღერო,
გულზე დაღი დაიკერო,
ცაზე სიტყვა დაიწერო,
ერთი სიტყვა სასახელო,
სა-ქარ-თვე- ლო,
სა-ქარ-თვე-ლო!
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.”