13 ივლისი, 2023

ალექსანდრე ზაზარაშვილის ნიუ-იორკული წარმატება

უნიჭიერესი მომღერლის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული სიახლეა – 5 ნოემბერს ნიუ-იორკში სოლოკონცერტსა და სადებიუტო ალბომის პრეზენტაციას გამართავს:

“5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები!

წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს.

ჩემს ალბომზე უკვე ორი წელია რაც ვმუშაობ და ძალ ღონეს არ ვიშურებ, რომ ასი პროცენტით გამოვხატო ის რეალობა სამყაროსი და ჩემი პირადი ცხოვრების, რაც გადამხდა! არა მხოლოდ მელოდიით და ლექსებით, არამედ ალბომის თითოეული საუნდით!

ამ ყველაფერთან ერთად, რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და მსოფლიში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ – Cheryl Porter Vocal Coach-ი.

დაუვიწყარი საღამო გველის, მეც და თქვენც!”