9 ივნისი, 2023

ჟანრი ლოლაშვილი ქართველებზე

janri-lola.jpgმსახიობ ჟანრი ლოლაშვილს ქართველებზე ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს. მას მიაჩნია, რომ საქართველო და ქართველები არხეინობამ გადაარჩინა:

“საქართველო გადაარჩინა არხეინობამ. ქართველი კაცის ფსიქიკაში დევს არხეინობა. შაბ-აბასმა ომის შემდეგ შიკრიკი გამოგზავნა, რომ ამბავი ჩაეტანა საქართველოდან.

– რას შვრებიანო, – იკითხა შაბ-აჰასმა.

– სხედან ჩრდილში და ქეიფობენო.

– როგორბ დავანგრიეთ იქაურობა, მთელი ვენახები ავუჩეხეთ, ამოვძირკვეთ ყველაფერიო… – გაუკვირდა შაჰ-აბასს;

– ღვინოს სვამენ და ქეიფობენო…

თანაც ეს ხდებოდა ომის წაგების მეორე, ან მესამე დღეს.

როგორც გადარჩა ერი? ოპტიმიზმმა გადაარჩინა. ვითარებების სწორი განსჯა სჭირდება და ამის უნარი ქართველებს ყოველთვის აქვთ.”