14 ივნისი, 2023

უნიჭიერესი მებო ნუცუბიძე რუსეთზე

უნიჭიერესი მომღერალი მებო ნუცუბიძე რუსეთთან დაკავშირებით ყველას, ვისაც რუსეთი ენატრება, გულწრფელად ეკითხება – რა დაგრჩენიათ იმ დასაწვავში?

“რუსებითაა გატენილი ჩვენი ქუჩები, პარკები, კაფეები, ბარები, რესტორნები, საცხოვრებელი კორპუსები. მთელი ქვეყანა.

მე თუ მკითხავთ, თუ რამეა აღსადგენი, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობაა, რომელიც, სწორედ იმ ქვეყნის გამოა დარღვეული, ასე ძალიან რომ მიისწრაფით.

ხოდა, რა დაგრჩენიათ იმ დასაწვავში?

მიმაჩნია, რომ არ უნდა იმღერო და არაფერი არ უნდა აკეთო იქ, იმ ადამიანებთან…

ჩავთვალოთ, რომ ვცხოვრობთ სამოთახიან ბინაში, გვესაზღვრება მეზობლის ბინა, ერთ დღესაც, როცა ჩვენ სახლში არ ვიყავით, ან იმ დროს იმ ოთახში არ ვიყავით, ჩვენმა მეზობელმა გამოანგრია მომიჯნავე კედელი, შემოვიდა ჩვენს საძინებელში, ამოგვიშენა შესასვლელი, შეიერთა და ახლა გვეუბნება, კარგი რა, მოდი ასე ვიცხოვროთ, რა პრობლემაა, რად გინდა ეს ერთი ოთახი, კი შენი იყო, მაგრამ ხომ უკვე ამოვაშენეო.

ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და მგონია, რომ ამ მეზობელთან არც ერთი ჩვენგანი არაფერს არ გააკეთებდა, ანუ აღარ ვიმეგობრებდით მასთან. პირიქით, შეიძლება ყოველ შეხვედრაზე გვეჩხუბა, გვეჩივლა, პოლიცია გამოგვეძახა, ყველა მეთოდი გამოგვეყენებინა, რომ ჩვენი ოთახი დაგვებრუნებინა.

მიჩნდება შეკითხვა, რეალურად ჩვენი ოთახი არის ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა ჩვენი არ არის და რატომ ვერ ვხვდებით, რომ როგორ შეიძლება იმ ადამიანთან პური ვჭამოთ, რომელმაც ჩვენი ოთახი ამოაშენა?! ვინც არ თვლის, რომ ეს პრობლემაა, მათ შეუძლიათ ჭამონ პური და უმღერონ იმ ადამიანებს, ვინც საძინებელი წაართვეს, მაგრამ მე ჩემს ტერიტორიას არავის დავუთმობ.”