12 ივნისი, 2023

თუ თქვენი ბავშვი ცელქია, გილოცავთ!

ბევრი მშობლისთვის ცელქი ბავშვი ერთი დიდი და დაუსრულებელი პრობლემაა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი:

“თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გააცელქო, რომ მასში აზრი გააღვიძო. ცელქი ბავშვი ანგრევს, მაგრამ აშენებს ხვალინდელ დღეს. ცელქი ბავშვი ნერვებს გვიშლის, მაგრამ აწყნარებს მომავალს. აი, ეს არის სიცელქე. სიცელქე დიდობის გარანტიაა!

მაშ, როგორ მოვექცეთ დღეს ბავშვის ცელქობას? გავღიზიანდეთ? დავუშალოთ სიცელქე? ერთი გზა არის რომ დაუშალოთ – არ გაბედოს რამე და შეიძლება ისეთი მკაცრი სიტყვა უთხრათ, ბავშვი მართლაც დაშინდეს და აღარ გააკეთოს ის, რაც ნერვებს უშლის უფროსებს. გვინდა დაშინებული ბავშვი რომ გაგვეზარდოს? ჩემი ეშინოდეს, შენი ეშინოდეს… უკვე ფესვს გავუფუჭეთ მას.

როგორ მოვექცეთ სიცელქეს? ჩავყვეთ სიცელქეში. ჩვენც ვიცელქოთ მასთან ერთად და ამ ცელქობაში მიმართულება შევუცვალოთ.”