საუკეთესო გზავნილი გია მურღულიასგან

გია მურღულია ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვან წერილს გვთავაზობს:

“არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენ მიმართ კეთილგანწყობა მხოლოდ მანამდე აქვთ, სანამ ისეთი ხართ (ისე ფიქრობთ, ისე ლაპარაკობთ, ისე იქცევით), როგორიც მათ უნდათ ან მოსწონთ.

პირველივე “გადახვევისას” ისინი აგრესიულები ხდებიან, ან, უკეთეს შემთხვევაში, კეთილგანწყობას დემონსტრაციულად კარგავენ.

არ უპასუხოთ მათ ამითვე.

თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ურთიერთობა უპირობო მსგავსებას ან დათანხმებასა და დამორჩილებას ნიშნავს, ერთხელ შეეცადეთ აუხსნათ და შემდეგ დატოვეთ საკუთარ შეცდომასთან – წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი დაიმციროთ.

თქვენ არ დაბადებულხართ ვინმეს დანამატად – საკუთარი განუმეორებელი მნიშვნელობა გაქვთ.”