სამველ მალოიანი ქართული სიმღერით სომხურ შოუში

მომღერალმა სამველ მალოიანმა სომხურ შოუში ქართული სიმღერა “მახინჯი ვარ”  შეასრულა და ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სიმღერა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მსმენელში. მას სხვადასხვა დროს დათო ხუჯაძე, ლევან კბილაშვილი, ნოდარ რევია, მარიამ ელიეშვილი, მიხეილ კილაძე ასრულებდნენ.