16 ივნისი, 2023

პანჩოს “ცაში ახედეს” შექმნის ულამაზესი ისტორია

panchos-axali-simgera.jpgმომღერალ პანჩოს – ლევან მგალობლიშვილის სიმღერას “ცაში ახედე” შექმნის ულამაზესი ისტორია აქვს:

“ცაში ახედე” 1988 წელს დაიწერა, როცა პანჩო თავის მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად, ბაზალეთის ტბასთან ახლოს მოგზაურობდა.

ერთ-ერთ საღამოს პანჩოს და მის ორ ძმაკაცს გოგონებთან კამათი მოუვიდათ, რის გამოც ბიჭებმა ბაზალეთის ტბის პირას წასვლა გადაწყვიტეს. მეგობრული საუბრების, დიდი სავსე მთვარის, ვარსკვლავებიანი ცისა და ტბის წინ გადაშლილი ულამაზესი პეიზაჟის ფონზე, პანჩომ სიმღერა დაიწყო. თითოეულმა მეგობარმა ტექსტი თითო ფრაზით შეავსო და სწორედ ასე შეიქმნა პანჩოს “ცაში ახედე”.

ბიჭებს მალე გოგონებიც შეუერთდნენ და როგორც კი “ცაში ახედე” მოისმინეს, მაშინვე დაავიწყდათ კამათი. საბოლოოდ, სამივე ბიჭმა სამივე გოგონა ცოლად შეირთო.