21 ივნისი, 2023

ნინო ხარატიშვილის საგანგებო განცხადება

nino-xaratishvili.jpgმიუხედავად იმისა, რომ მწერალი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოს ყველაზე დიდი გულშემარტკივარია.

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მწერალი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“სოციალური ფონი ისეთი მწვავეა, რომ შევარდნაძის ეპოქას “გაუსწრებს” მალე.
ათიათასობით ადამიანი ქვეყანას ტოვებს.
სასოწარკვეთილი ადამიანები პირს და თვალებს იკერავენ.
რუსეთთან უვიზო რეჟიმი დამყარდა და ქუჩაში გასულს თავი როსტოვში გვგონია.
ხელოვანები ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვიან, რომ ხელოვნების ჯერ კიდევ დარჩენილი და დამოუკიდებელი ნაწილი ჩინოვნიკების და სახელმწიფო აპარატის დაქვემდებარებაში არ გადავიდეს.
კოლეგებს კვერცხებს ესვრიან შუა ქუჩაში.
და ა.შ. და ა.შ.
და მმართველ პარტიას კი ელტონ ჯონის სექსუალური ცხოვრება ადარდებს.
ფრიად ადეკვატურია ეს ყველაფერი!
ბეკეტსაც კი შეშურდებოდა ჩვენი…

პ.ს. გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი და დაიწყო უკვე: “შენ რა განაღვლებს შენს გერმანიაში” და “წადი, მიხედე შენს გერმანიას” და ა.შ. და აქვე დავაზუსტებ, რომ არავინ შეიწუხოს და დაიღალოს ამ დისკუსიით თავი: მე ამ ქვეყნის ნაწილად ვთვლი თავს, ამ ქვეყნის მოქალაქეობის აღდგენისთვის ვიბრძოლე 7 წელი, დავიბრუნე საბედნიეროდ და ძალიან მინდა პირველ რიგში ამ ქვეყანას “მივხედოთ” ვისაც ძალგვიძს და გვტკივა! გერმანია უჩემოდაც “მიხედილია.”