2 ივნისი, 2023

მურმან ლებანიძე კაცური კაცის ცხოვრებაზე

პოეტი მურმან ლებანიძე კაცური კაცის ცხოვრებაზე მხოლოდ და მხოლოდ 3-სტროფიან ლექსში სრულიად ამომწურავად საუბრობს:

“კაცური კაცის ცხოვრება..

კაცური კაცის ცხოვრება, –
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, –
ხელახლა აიწონება,
ხელახლა – სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება, –
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, –
ხელახლა გაიჩითება, –
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება –
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება –
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა –
სუყველაფერი!”