ალბათ ბევრმა არ იცით, რომ ქართულში ძალიან ბევრი სიტყვა ილია ჭავჭავაძემ შემოიტანა. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ტერმინის დამკვიდრებაც.
შოთა ძიძიგური თავის ნაშრომში “ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა”, რომელიც 1978 წლით თარიღდება, ამ სიტყვებსა და ტერმინეს გაგვაცნობს:
“ილიამდე არ გვქონია ისეთი სიტყვები, როგორიცაა:
სინამდვილე,
შთაგონება,
აგებულება,
მიმართულება,
ღირებულება,
აღებ-მიცემობა,
გაკვრით…
ილიას შეუქმნია ტერმინები:
ეროვნება,
თვითმმართველობა,
მოხელე,
წვრილმანი დანაშაული…
უილიაოდ ქართულში “შინაარსი”, “სინამდვილე”, “შთაგონება”, “მიმართულება” და “ღირებულებები” არ გვექნებოდა თურმე.
არც “ეროვნება” არ გვექნებოდა…”