13 ივნისი, 2023

ძალიან საინტერესო ისტორია გიორგი შავგულიძეზე

თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი გიორგი შავგულიძე ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა – ტროლეიბუსი დაეჯახა და 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იმ პერიოდში მას რეჟისორი ლევან ხოტივარი ფილმში “განაჩენი” მთავარ როლში იღებდა.

ამ ფილმის სცენარის ავტორი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, რომ გიორგი შავგულიძის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და მიაგნეს კიდეც, თუმცა მან საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა:

“ბევრი ვეძებეთ და მართლა მივაგენით ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა ჟორა შავგულიძეს. დავიწყეთ მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. კი დავფიქრდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ გავწვდებოდი ამ თანხას.

ერთ დღესაც, ერთი კაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახეს – გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინ. რომ დაილაპარაკა, ისე ჰგავდა ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამემართა. ეს კაცი სომეხი ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.

შიშით ვკითხე, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვ-მეთქი. ის ტაქსისტი გადაირია – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოვუწერეთ. იმ კაცს აიღო ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახს გადასცა.

ფილმში “განაჩენი” ფინალურ ეპიზოდში, ციხიდან რომ ბრუნდება შავგულიძის გმირი, უკვე ეს სომეხი კაცი თამაშობს.”