ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე გარდაუვალ ფრაზებზე აუცილებელ პასუხებს სცემს:
“აუცილებელი პასუხები გარდაუვალ ფრაზებზე, რომელიც აუცილებლად შეგეჩეხებათ, თუ უკვე არ გადაეყარეთ:
1) ,,ხელოვნება უსაზღვროა” – ხელოვნება უსაზღვრო ვერ იქნება გადმოწეული და მორღვეული საზღვრებით. ეს საზღვრები რუსეთმა მოგვიშალა და დღემდე მოცოცავს.
2) ,,რაც რუსეთში ხდება, რუსეთის შიდა საქმეა” – რაც რუსეთში ხდება, რუსეთის შიდა საქმე ვერ იქნება საქართველოსთვის მანამ, სანამ საქართველოში რაც ხდება, ის არის რუსეთის საქმე – 20 % ოკუპირებულია და გათავისუფლებას ველით.
3) ,,მანამდე რომ ისინი მღეროდნენ, ახლა ამათგან რა გინდათ?” – მანამდე რომ ისინი მღეროდნენ – იყო ცუდი. მაგრამ თუ რომელიმემ ეს გადააფასა და შეწყვიტა, თანაც დემონსტრაციულად – ეს კარგია. გუშინდელ მომღერალსაც აქვს ამის შანსი და საერთოდ ადამიანად ყოფნის უპირატესობაც ეს არის – არ გაჯიუტდეს და შეიცვალოს ან შეცვალოს.
4) ,,მაინც ოკუპანტის ძახილი არ გვინდა, ისედაც ყველამ ვიცით და რა საჭიროა ახლა ამის ისევ ხმამაღლა თქმა” – საჭიროა.”