აბსოლუტური ჭეშმარიტება გოჩა ხარანაულისგან

პოეტი გოჩა ხარანაული პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან წერილში აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გვაზიარებს:

“დანას იყიდი – არ ჭრის, წებოს იყიდი – არ აწებებს, პომიდორს შეჭამ – თევზის გემო აქვს, კარტოფილს – შპაკლის, ასანთს იყიდი – არ ინთება, ქალი გგონია – კაცია, კაცი გგონია  – ვირთხაა, მეზობელი ბოზობს, ნათესავი ქირქილებს, პოლიციელი არღვევს, ბიუჯეტი გარღვეულია, ხელისუფალი ძალადობს, ექიმი აფერისტობს, პედაგოგი უვიცია, მშენებელს პოვრის ლიცენზია აქვს, პოეტი ფულის შოვნისთვის უკადრებელს კადრულობს, სოფელი მიტოვებული, ქალაქი გახეთქვამდე გაბერილი, ქართველი სტუმარია, არაბი მასპინძელი, ფასები ევროპული, პროცენტები, გადასახადები, ჯარიმები, ხელფასები – ქართული, სიცოცხლე, ღირსეულად არსებობა – აკრძალული.

არაა ეს ქვეყანა! ეს საკონცენტრაციო ბანაკია! ინდიელებივით გვიღებენ ბოლოს!
ჰოდა, ყველაფრის გათვალისწინებით და გასისხლხორცების შემდეგ არ უხსენებ მკვდარს და ცოცხალს, ოჯახში პურის მომჭმელს, ვინც ეს ჯოჯოხეთი დააკანონა? ამიტომ არ არსებობს კარგი მინისტრი, კარგი პარლამენტარი – ყველა ერთ ნეხვს მიირთმევს და ხეზე არიან დასაკიდებლები!”