პოეტის, ესეისტის, მთარგმნელისა და მკვლევარის თამაზ ჩხენკელის უძვირფასეს ვიდეოს გვიზიარებს ქეთევან სადღობელაშვილი:
“ძველი არქივის აუხსნელი სევდა. ძაან შორეული და თან ახლობელი.
2000 წლის “ეპოქის” არქივიდან – თამაზ ჩხენკელი თავისი სიღრმით და განუმეორებელი არტისტიზმით.”
“ბო ძიუ-ი
ლოკაუს სადგურის კედელზე ჩემს მიერ დიდი ხნის წინათ მიწერილი ლექსები
კედელზე მიწერილ ჩემს მდარე ლექსებს
კაცთა მოდგმისთვის არა აქვს ფასი.
ნიშანთა მწკრივი დაჰფარა მტვერმა
და ჟამთასვლისაგან მოედო ხავსი.
მხოლოდ იუანი − ხელმწიფის კაცი,
სტრიქონებში რომ ღრმა განცდებს ეძებს.
არ ინდობს თავის ძვირფას მოსასხამს,
აშორებს მტვერს და კითხულობს ლექსებს.”