4 მაისი, 2023

სოლიდური ფულადი ჯილდო ნინო ხარატიშვილს

ქართველ მწერალს ნინო ხარატიშვილს სოლიდური ფულადი ჯილდო გადაეცა. გერმანიაში მცხოვრები შემოქმედი გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

ნიუნბერგის ლიტერატურულმა სახლმა დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა და ელსნერის პრემია – 10 000 ევრო უკვე მეორედ გასცა.

„ავტორი საკუთარ შემოქმედებაში წარმატებით ახერხებს არა მარტო საქართველოს ისტორიის ევროპის ისტორიის ნაწილად წარმოჩენას, არამედ ასევე ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპული ხასიათის ჩვენებას. ესაა ცალკეული პიროვნებების ბედისწერისა და ისტორიული გარემოებების კომბინაცია, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისა და იქ გამოვლენილი აგრესიის ფონზე, ხარატიშვილის ტექსტებს მეტ აქტუალობას სძენს. ამას ძნელად თუ ახერხებს სხვა რომელიმე ლიტერატურული ხმა,“ –  ასე აფასებს კონკურსის ჟიური ნინო ხარატიშვილს.