29 მაისი, 2023

საბედისწერო 29 მაისი რომი შნაიდერისთვის

ლეგენდარული მსახიობისთვის რომი შნაიდერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1982 წლის 29 მაისი.

29 მაისის ღამეს მსახიობი გარდაცვლილი ნახეს. ის საწერ მაგიდასთან იჯდა და თავის ქალიშვილს – სარას – წერილს წერდა. მისი მზერა კი 14 წლის ასაკში გარდაცვლილი შვილის – დევიდის პორტრეტისკენ იყო მიპყრობილი. სწორედ დევიდის გარდაცვალებამ ჩააგდო დეპრესიაში უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობი – ალკოჰოლს მიეძალა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ რომი შნაიდერმა თავი მოიკლა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მსახიობს გული გაუსკდა. იგი 43 წლის იყო. რომი ბუასი-სან-ავუარის სასაფლაოზე დაკრძალეს, იქ, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

ალენ დელონმა მსახიობის ვაჟი დევიდი გადმოასვენა და დედის გვერდით დაკრძალა.