8 მაისი, 2023

ოთარ კობერიძე ქართველებზე

მსახიობი ოთარ კობერიძე თავის თანამემამულეებზე – ქართველებზე წერდა:

“ქართველი კაცის მართვა ძალიან ძნელია. ვინაიდან ისტორიულად ნათქვამია, კაცი ქართველი, რომელიც გამდიდრდეს, ღალატს მისცეს მერე თავი. ეს არის იმათზე, ვინც ურჯულოა. არადა, რამდენმა სისხლი აირია ერთმანეთში?! ვინ ვინ არის, ვერ გაიგებ.
ერთი რამ ვიცი: ძალიან დიდი გვარის წარმომადგენელი ვარ. ბერიძეები ვართ ყველანი: კობერიძეებიც, თუთბერიძეებიც და თვით ბერიძეებიც. ჩემი წინაპრები აზნაურები იყვნენ – კარგი მეომრები და მეფის ერთგულები.

ბიძაჩემის – დედაჩემის ძმის – ხმალზე წერია: «Жизнь моя принадлежит родине, сердце – женщине, честь – мне». ჩემი ცხოვრება ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული ჩემი – ლიას, ღირსება – მე. და არავინ გაბედოს, ღირსება შემიქოს და მედალი ჩამომკიდოს. ერთხელ უკვე ვუთხარი უარი შევარდნაძეს. 1989 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტობაზე ვიყავი წარდგენილი. როგორც კი 9 აპრილი მოხდა, უარი შევუთვალე: ვერ გავაკეთებ ამას, ჩემი რჯული არ გამიშვებს-მეთქი.”