2 მაისი, 2023

ნუცა ბუზალაძით დაინტერესებული გრემის მფლობელი პროდიუსერი

“ამერიკის ვარსკვლავის” ქართველი მონაწილით, უნიჭიერესი ნუცა ბუზალაძით გრემის მფლობელი მუსიკალური პროდიუსერი Stevie J დაინტერესდა.

ზაზა შენგელია, “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი:

“ეს ულამაზესი გოსპელი – “Prayer”, ჩემი დაჟინებული თხოვნით, ნუცამ თავის საბედებიუტო CD ალბომზე მუშაობისას ჩაწერა “ბრავო რექორდსში” 2019 წელს…

რამოდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც მას American Idol-ში ფანტასტიკური გამოსვლები ჰქონდა, ნუცას გაცნობა მოინდომა Grammy-ის მფლობელმა უძლიერესმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Stevie J-იმ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ პროდიუსერის მეუღლე არის ცნობილო R’n B მომღერალი Faith Evans, რომელიც ორიგინალში ასრულებს ამ შესანიშნავ სიმღერას.”