5 მაისი, 2023

მურმან ლებანიძე ქართველებზე

პოეტი მურმან ლებანიძე ქართველებზე საუბრისას ყოველთვის გულწრფელად ამბობდა: “უპირველესად ვაღმერთებ ქართველს”:

“უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,
მას მერე – ვისიც რამდენად მმართებს:
ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს –
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
სად ყოვლიარი გადატრუსულა
და რუხი სჩაგრავს მხიარულ ფერებს,
– გრუზინ? – თათარი მკითხავს რუსულად
და მიმასწავლის საკურდღლე სერებს.
წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს –
„ფეშქეშ!“ – და თვალებს მიშტერებს ნდობით.
დასტოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,
ავუხმაურებ სამშობლოს თოფით…
მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,
სალამურსავით ჩავბერო ყელში…
„ხოშ გელდი!“ ძმა ხარ, ჩემო თათარო!
ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!”