23 მაისი, 2023

მიშო სულუხიას უძლიერესი შესრულება

misho-sulux.jpgმომღერალი მიშო სულუხია თავისი უძლიერესი ხმით ათასობით მსმენელს აღაფრთოვანებს. კონტრტენორი შვეიცარიაში ბაროკოს მუსიკალურ აკადემიაში სწავლობდა, თუმცა დედას მძიმე დიაგნოზის გამო, სწავლის დასრულება ვერ შეძლო.

მიშო მაყურებელმა მუსიკალური შოუდან “ვარსკვლავების აკადემია” გაიცნო, მოგვიანებით კი ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენის სურვილით შიდაშესარჩევ კონკურსშიც ჩაერთო და “იქს ფაქტორშიც” მიიღო მონაწილეობა.

“არტ ინფო” გიზიარებთ ნუკა კვალიაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც მიშო სელინ დიონის ყველაზე ცნობილ ჰიტს “All by Myself” ასრულებს.