მომღერალი ინგა ფერაძე ბრიუსელში წლებია ცხოვრობს. მისი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა.
ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ მომღერალს ბრიუსელში დაურეკა:
“ჩემი იუბილარი – ინგა ფერაძე.
საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე და მერე ისე ამღერდა, მისი ხმის ძველი ჟღერადობა ისმის უკვე ვიდეოში.
ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნიაო, არ დამკარგოთო, არ დამივიწყოთო – საქართველოს მოგვმართა!
თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა მისი ოცნება… იქნებ შევძლოთ და შევუსრულოთ…
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში თუ არ ჩამატანეთ იასამანიო… კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს, ინგა საყვარელო, ჯერ რა დროს იასამანია.”