29 მაისი, 2023

ილოცეთ სოსო ჯაჭვლიანისთვის

მსახიობსა და სპორტსმენს სოსო ჯაჭვლიანს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი აქვს. ყველასთვის საყვარელი გედია თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმიდან “ნატვრის ხე” მძიმე სენს ებრძვის.

მაია კახიძე, პოეტი:

“მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძვის…

ასეთ დროს ძნელია შაბლონური სიტყვებით შემოიფარგლო… არადა, სად, როგორ ვიპოვოთ ყველაზე საჭირო სიტყვები, რაც მოერევა მის დაავადებას?!

მე მაინც მაყურებლის და საზოგადოების დიდ სიყვარულს ვუსვამ ხაზს, სიყვარულს ხომ უზარმაზარი ძალა აქვს და, რასაკვირველია, ერთმუშტად შეკრულ ლოცვას!

უფალო, გევედრები, დაიფარე სოსო და ყველა, ვინც ავადმყოფობას ებრძვის! ამ ყველაფრის თქმაც რომ არ არის ადვილი ?!”