6 მაისი, 2023

გიული ჩოხელის გზავნილი ქართველებს

ჯაზის ლეგენდა – მომღერალი გიული ჩოხელი გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ლექსებსაც წერს. ის ლექსით “დროა: გაიგოთ ვინა ვარ!” ქართველებს მისთვის უმთავრეს გზავნილს გვიტოვებს:

“ჩემს სულის ვნებას ბევრი ვერ იგებს
დღეს მიყურებს გაოცებული
სურთ მიმატოვონ და დაივიწყონ
ჩემი ტიტული ქებული.
მარტოობას, სიჩუმეს ვირჩევ
ეს ხელოვნებამ მასწავლა,
დღემდე სასწაულს მჩუქნის
ჩემი ნიჭი ღმერთმა გათვალა.
ადამიანი აუხსნელი სახელმწიფოა
ბედნიერია თუ შემოქმედი არის.
შემოქმედება ღმერთის ზღუდეა
შური და ღალატი – უგუნურ თავის.
დაუღალავი შრომა მიბიძგებს,
ჩემი სათქმელი შენთვის გაისმის,
თუ შევაჯამებთ მოღვაწეობას,
ვარსკვლავი თავის თავს თვითონ გაიხსნის.
დროა გაიგოთ ვინა ვარ
გურჯი ვარ გამორჩეული,
ესე გამზარდა მშობელმა
სიყვარულია ჩემი რჩეული.
მე შემოგიშვით ჩემს გულში
ვიცი რომ თქვენა გგევართ
საერთოა ჩვენი გულის თქმა,
თავისუფლების დარაჯი მეც ვარ.
ჩემს სიმღერებშიც მხოლოდ ეს ისმის,
სიმართლის ჰანგი ლექსშიც გაისმის
თუ შევაჯამებთ მოღვაწეობას,
ვარსკვლავი თავის თავს თვითონ გაიხსნის.
გინდათ გაიგოთ ვინა ვარ?!
საქართველოს ქართველი ვარ,
ვინც საქართველოს გული აჩუქა
ერთ-ერთი თქვენგანი მე ვარ!”