8 მაისი, 2023

ძალიან კარგი ამბავი ლიზა ბათიაშვილისგან

ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა თავის ათასობით გულშემატკივარს ძალიან სასიხარულო სიახლე შეატყობინა – 2023/24 წლების სეზონზე ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა გენერალურ სოლისტად სწორედ ლიზა ბათიაშვილი დაასახელა.

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ქართველ მევიოლინესთან ერთად ერთ სეზონზე 6 პროექტს განახორციელებს და მსოფლიო ტურში ორჯერ მოგზაურობი განმავლობაში 15 კონცერტს გამართავს.

ამ სიახლეში კი ლიზასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოში ჩამოვა. ამ მონეტს მუსიკოსი მთელი ცხოვრება ელოდა.