1 მაისი, 2023

დოდო აბაშიძის დიდებული ისტორია

დოდო აბაშიძე – ქართული კინოს ლეგენდა  – ნამდვილად გამორჩეული და დიდებული ხელოვანი გახლდათ.

რეჟისორი ნანა მჭედლიძე მისი ფილმის “პირველი მერცხალი” ფინალური სცენის გადაღებას დოდო აბაშიძესთან დაკავშირებული დიდებული ისტორიით იხსენებდა:

„დოდო ბუნებით ატამანი იყო და მთელ გუნდს იყოლიებდა. მართალია, რასაც ვეტყოდი, უსიტყვოდ ასრულებდნენ, მაგრამ საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ.

ფინალის გადაღებას ტექნიკურად დიდი მომზადება უნდოდა. ფოთში ვიღებდით, აპარატურა მივიტანეთ. ჩემი ერთი მხატვარი ბუზღუნებდა, დოდოს რაღაცას ეუბნებოდა. არადა, დოდოს კიდევ გადარევა უნდოდა?! მითხრა, რა არის, ნანა, რომ გამოგვიყვანე ამდენი ხალხი და გიჟებივით გვამღერებო. ვუთხარი, დოდო, რომ არ გადავიღო, დამიჭერენ, კარგად იცი რა ხარჯებია, თუ კარგი არ გამოვა, არ ჩავსვამ და ის იქნება-მეთქი. კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო, მითხრა.

გურამ ლორთქიფანიძეს ვუთხარი, იმღერე-მეთქი. დაიწყო სიმღერა. დოდო იჯდა. ადგა, მოვიდა, გაწია გურამი და თქვა, მე ვიმღერებო. ასე გადავიღე ფინალი.

ფილმი რომ ვნახეთ, დოდოს ვკითხე, დოდო, შენთვის რომ დამეჯერებინა, რა მოხდებოდა-მეთქი. დავიღუპებოდითო, მიპასუხა.”