დაწუნებული სცენარით გადაღებული “არაჩვეულებრივი გამოფენა”

ელდარ შენგელაიას ფილმი “არაჩვეულებრივი გამოფენა” დაწუნებული სცენარით არის გადაღებული. რეზო გაბრიაძის ეს სცენარი სადიპლომო ნამუშევარი იყო, რომელიც დაიწუნეს, თუმცა ვგიკის რექტორს სერგეი გერასიმოვს ძალიან მოეწონა.

თამრო ოქრუაშვილი:

“დაწუნებული სცენარი…

ფილმის სცენარი, რომელსაც თავიდან „სიყვარული, ხანჯალი და ღალატი“ ერქვა, რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარი იყო. რეზო მოსკოვში სწავლობდა. სხვათა შორის, მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი კაპლერი იყო, რომელსაც ცოლად სტალინის ქალიშვილი – სვეტლანა ალილუევა ჰყავდა. კაპლერს გაბრიაძისთვის სცენარი დაუწუნებია, რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ქართველებს დასანახავად ვერ იტანდა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. მეტიც, რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს კიდეც, როგორ შეიძლება დიპლომიანი მხატვარი სასაფლაოზეო?!..

დაწუნებული სცენარი რეზო გაბრიაძემ თბილისში ჩამოიტანა და რეჟისორ ელდარ შენგელაიას აჩვენა, რომელსაც სიუჟეტი ისე მოეწონა, რომ დიდხანს არ უფიქრია, გადაღება გადაწყვიტა.

სცენარის დახვეწა დაიწყეს და სწორედ ამ დროს კინოსტუდიაში გურამ ლორთქიფანიძე მივიდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ორწლიან სარეჟისორო-სასცენარო კურსებზე სწავლობდა და კინოსტუდიაში პრაქტიკის გასავლელად იყო მოვლინებული, რათა დიპლომი აეღო.

„ლორთქია“ ელდარ შენგელაიასთან სტაჟიორად მოხვდა და…

თავიდან “ვერნისაჟის” დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ რადგან სიტყვა „ვერნისაჟი“ შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარი ყოფილიყო, ამიტომ „გამოფენით“ შეცვალეს…

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეზო გაბრიაძის პირველი ნამუშევარია კინოში.