99 წლის სოპრანოს ულამაზესი შესრულება

მსოფლიოში ცნობილი უნიჭიერესი იტალიელი სოპრანო მაგდა ოლივერო სიცოცხლის ბოლომდე არაჩვეულებრივად მღეროდა. 22 წლის ასაკში დაწყებული კარიერა ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ოპერის მომღერალი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მაგდა ოლივერო 99 წლის ასაკშიც სცენაზე დგას.