6 აპრილი, 2023

უდიდესი პატივი ვახტანგ ჭაბუკიანისთვის

ქართული საბალეტო ხელოვნების ჯადოქრისთვის – ვახტანგ ჭაბუკიანისთვის – უდიდესი პატივი ქართულმა საზოგადოებამ მთაწმინდის პანთეონამდე მისი კუბოს ხელით ტარებით გამოხატა.

მაესტროს გარდაცვალების დღე და მისი უკანასკნელ გზაზე გაცილება ქეთევან ნადარეიშვილმა გაიხსენა:

“იმის თქმა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს მთელი თბილისი კრძალავდა – არაფრის თქმას ნიშნავს. ქალაქის ცენტრში მიმოსვლა გადაკეტილი იყო. სასახლე ოპერის თეატრის სცენაზე იდგა, ის არ ჩანდა ყვავილების, გვირგვინების და თაიგულების მთის ქვეშ.

კუბო საფლავამდე ხელით მიიტანეს – რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პანთეონამდე და ხალხით გაჭედილი ციცაბო ვიწრო ბილიკი, ნელა მოძრავ ლავას ჰგავდა, მხოლოდ ლავა მიედინებოდა არა ქვევით, არამედ ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ – ზევით.

1992 წლის 6 აპრილს – ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა.”