მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ქართველისა და აფხაზის საოცარი ისტორია აქვს მოთხრობილი თავის რომანში “მთვარის მოტაცება”:
“რუხის ციხესთან ომი იყო, გაღმა ქართველები იდგნენ, გამოღმა – აფხაზები. დიდხანს უტრიალეს ქართველებმა ციხეს, მერე ფალავნურ ბრძოლაზე გადავიდნენ. ქართველებმა ჩოლოყაშვილი გამოიყვანეს, აფხაზებმა – ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი იყო, ემხვარი – უწვერული ჭაბუკი.
აფხაზი პირველი ეკვეთა და ხმლის ამოღება მოასწრო:
– რას უცდი, ჭაბუკო? – შესძახა ჩოლოყაშვილმა.
– უფროსისგან პირველ მოქნევას ველი.
ორივე ერთმანეთს გადაეხვია და იმ დღიდან დამეგობრდნენ.”