5 აპრილი, 2023

ნუცა ბუზალაძის წარმატება “ამერიკის ვარსკვლავის” დუეტების ტურში

nuca-buza.jpgმუსიკალური შოუს “ამერიკის ვარსკვლავის” დუეტების ტურში ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე კარინა დეანჯელოსთან ერთად წარსდგა.

კონკურსანტებმა Annie Lennox-ის სიმღერა “I Put A Spell On You” შეასრულეს და ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები და დიდი მოწონება დაიმსახურეს.