18 აპრილი, 2023

ნუცა ბუზალაძის ბრწყინვალე შესრულება “ამერიკის ვარსკვლავში”

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ “ამერიკის ვარსკვლავი” გადამწყვეტ ფაზაში შედის – საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს არჩევს, რათა ღირსეული გამარჯვებული გამოავლინოს.

შოუს ერთადერთი უცხოელი მონაწილე ქართველი ნუცა ბუძალაძეა. ჰავაიზე ჟიურის მიერ შერჩეულმა კონკურსანტებმა კიდევ ერთხელ იმღერეს მათთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის.

ნუცამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ჟიური და მაყურებელი თავისი უძლიერესი შესრულებით აღაფრთოვანა.