3 აპრილი, 2023

ნოდარ დუმბაძის “უცნობი” შვილი

მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილი – ზაზა – 5 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის საზოგადოებისთვს  “უცნობად” დარჩა.

მანანა დუმბაძემ ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ძალიან ემოციური წარწერით:

“რაც უფრო შორს ხარ, უფრო გიახლოვდები და თუ ადრე თითქმის ვეღარ გიხსენებდი, დღეს შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი მახსოვს, ყველა შენი ნაბიჯი, მზერა, ძალიან სევდიანი და ლამაზი თვალები, დღეს ჩვენ თითქოს ისევ 5 და 9 წლის და-ძმა ვართ და წინ მთელი ცხოვრება გვაქვს ერთად გასავლელი.”

ეს სიტყვები 2011 წელს დავუწერე ჩემ ზაზიკოს და მაშინ ქეთინომ შემომტირა: მე, მეც თქვენთან ერთადო. ჰო, ქეთუშ, ზაზას გარდაცვალება და შენი დაბადება თითქმის ერთდროულად მოხდა. რაც იმას დააკლდა, წლები, ღმერთმა სულ შენ გარგუნოს ჩემო დაიკო.”