28 აპრილი, 2023

ნინო სურგულაძის საგანგებო ვიდეო ნუცა ბუზალაძეზე

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ საგანგებო ვიდეო ნუცა ბუზალაძეს მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში იმყოფება და ოპერა “კარმენის” რეპეტიციები აქვს, მეცო სოპრანომ მაინც გამონახა დრო და “ამერიკის ვარსკვლავის” ერთადერთ ქართველ მონაწილეს უნიჭიერესი, ქარიზმატული, ტელეგენური და განსაკუთრებული უწოდა.

ნინომ მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ  და უგულშემატკივრონ ნუცა ბუზალაძეს. როგორც არ უნდა დასრულდეს მისი “ამერიკის ვარსკვლავში” მონაწილეობა, ის უკვე ვარსკვლავია.