28 აპრილი, 2023

ნინი შერმადინის უდიდესი წარმატება

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. მისი სიმღერა ჯაბა ბუცხრიკიძის ტექსტით “I Will Take You Home” ამერიკის რადიო “თავისუფლების” – “Radio Freedom”-ის ფავორიტი სიმღერა გახდა. მსმენელმა ნინი შერმადინის სიმღერას მეორე ადგილი მიანიჭა.

ამერიკის რადიო “თავისუფლება” – “Radio Freedom” ფარავს მაიამსა და ნიუ-იორკს და ნინის სიმღერას ათიათასობით ამერიკელი უსმენს.